ადვოკატთა ასოციაცია გიორგისთვის

28 წლის ადვოკატის, გიორგი სიმონიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ადვოკატები გაერთიანდნენ.

ახალაგზრდა ადვოკატს შუასაყრის ლიმფოდენოფატია აღმოუჩინეს, რომლის მკურნალობაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბოლო ინფორმაციით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, არსებულ დიაგნოზს ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე) დაემატა.

ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედი კორპორაციული ერთობის განვითარების კომიტეტი გიორგის მხარდასაჭერად და მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხების მოძიების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს.

ერთ-ერთი გუშინ, რესტორან “აკადემიაში” გაიმართა, რომელიც სალონური საღამოს სტილში ჩატარდა. საღამოზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლისგან შემოსული თანხაც გიორგის მკურნალობას მოხმარდება.

საღამოზე სიტყვით გამოვიდა ასოციაციის თავჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც ადვოკატებს და არა მარტო, გაერთიანებისკენ მოუწოდა.

თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ქველმოქმედების ნაწილი:

ერთად დავემხაროთ გიორგის, გიზიარებთ შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს: ▪ #GE73TB7242936515100013თიბისი ბანკი

#GE85BG0000000749330100საქართველოს ბანკი

მსგავსი თემები