ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან. 

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ჩინეთის ორივე მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან ჩამოსული პირები პერიოდულად აკითხავენ, თუმცა დაავადება არ არის გამოვლენილი.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მკურნალობას განაგრძობენ. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მათი ზოგადი მდგომარეობა დღეისთვის თითქმის დამაკმაყოფილებელია. განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, ამიტომ, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას, რომლის საბოლოო პასუხს დაახლოებით ორი ან სამი დღე სჭირდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები