ადამიანზე მორგებული სამთავრობო პროგრამა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ახალ სამთავრობო პროგრამას ადამიანებზე მორგებულს უწოდებს და აბობს, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ, ამ ქვეყანაში მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია შეუძლიათ.

როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, ბუნებრივია, ქვეყანაში პრობლემები არსებობს და სამთავრობო გუნდი ამ პრობლემებს ხედავს.

“ჩვენი ორიენტაცია რეფორმებია,  მაგრამ  რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს –  ადამიანს, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.  ადამიანებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რომ ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები