ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, დაავადება 2 ადამიანს აღმოაჩნდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

მსგავსი თემები