“მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა” – პაატა იმნაძე

“ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერებისა, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერებისა, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება არის, ვინაიდან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“ ,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები