მეცნიერთა ნაწილი „კორონავირუსის“ „შავ ჭირთან“ კავშირს ხედავს – ლადო კახაძის შეფასებები „მედიაცენტრ მთავარში“

მეცნიერთა ერთი ნაწილი „ახალ კორონავირუსს“ „შავ ჭირს“ ადარებს და აცხადებს, რომ მაშინაც კი, როცა ამ დაავადებამ კაცობრიობა გაანადგურა, სიმპტომები თითქმის ანალოგიურად მიმდინარეობდა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  მეცნიერებმა დასკვნები ანალოგიით უნდა გააკეთონ და მეცნიერება ყოველთვის სიზუსტეს არ ნიშნავს.     

„მეცნიერებას ევალება, ანალოგია გაატაროს მის წინამორბედ მდგომარეობაში, იმ პლანეტაზე, სადაც კაცობრიობა სწრაფი ტემპით ვითარდება. საუბარია, გასულ საუკუნეებში, რა პათოლოგიებმა გაიარეს და რა კვალი დატოვეს. მე-20 საუკუნეში ჭირმა, ქვეყნად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოცელა თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანალოგიასთან გვაქვს საქმე. მეცნიერების მეორე ჯგუფი მუშაობს ძალიან საინტერესო ფორმატში. ისინი ამბობენ, რომ “კორონავირუსმა”, რომელიც მართლა ადაპტირებული და შედარებულია, შესაძლოა, მსგავსი გართულებები გამოიწვიოს და ყველა დავირაზმოთ. სხვები ყურადღებას ამახვილებენ,  დაავადებულთა რა რაოდენობა გამოჯანმრთელდა. ჭირის შემთხვევაში, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. მეცნიერება ზუსტი არ არის, ამიტომაც ჩემმა სიტყვებმა არ მინდა შეცდომაში შეიყვანოს ან შეაშინოს მოსახლეობა. ვიყოთ რეალისტები და მივყვეთ მეცნიერულ გზას, რადგან ისინი უფრო ადეკვატურები არიან შეფასების დროს“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე შეფასებით ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანის ორგანიზმი, მისი იმუნიტეტი საკმაოდ გადამწყვეტია.

„იყო ინფორმაცია, რომ დაავადებულთა ნაწილი, გამოჯანმრთელდა ყოველგვარი ვაქცინების გარეშე. ჯერჯერობით ვაქცინა არ არის და ადამიანი თვითონ განიკურნა. ე.ი. ამ ადამიანში რაღაც რესურსი არსებობს. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ერთ-ერთმა მეცნიერმა თქვა,მნიშვნელოვანია, როგორი  მზაობა აქვს ინდივიდს ამა თუ იმ პათოლოგიის და გამოწვევის მიმართ.  დაავადება ირჩევს ისეთ სუსტ ადგილს, სადაც ის კომფორტულად იგრძნობს თავს და ჩვენ გაგვანადგუროს. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ. ასევე ორსულებს. ნებისმიერ ვირუსისთვის საუკეთესო ნიადაგია ემბრიონი.  უნდა გავფრთხილდეთ“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები