ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საეთაშორისო განგაში გამოაცხადა

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელება საგანგაშო ნიშნულს აღწევს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო განგაში გამოაცხადა. მიზეზი „კორონავირუსის“ ეპიდემიის ჩინეთის გარეთ გავრცელება გახდა.

„ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი არის არა ის, თუ რა ხდება ჩინეთში, არამედ ის, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში“, – აცხადებს ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ჟენევაში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მედიას არსებული რეალობა გააცნო. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, შემაშფოთებელია ის ვითარება, რაც ვირუსის გავრცელების მხრივ ქვეყნებში არსებობს. რისკი კი უფრო მეტად იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებსაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემა გააჩნიათ.

მსგავსი თემები