თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთიდან 7 ქართველს წამოიყვანს

თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, საქართველოს შვიდ, ასევე აზერბაიჯანის შვიდ და ალბანეთის ერთ მოქალაქეს თურქეთში თურქეთის თვითმფრინავი ჩაიყვანს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

თვითმფრინავი უკვე ქალაქ უხანშია და მზადაა მგზავრთა წამოსაყვანად.

თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ინფორმაციით, მგზავრებს სპეციალურ ტანსაცმელს დაურიგებენ და ისინი თურქეთის ტერიტორიაზე, 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.

„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ დროისთვის არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ამასთან, პირველი სამედიცინო ჩარევა ჩვენი გუნდების მიერ განხორციელდება უხანის აეროპორტში. თვითმფრინავში გვეყოლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი. ყველას, მფრინავიდან დაწყებული, სამედიცინო გუნდის წევრებს და ჩვენს მოქალაქეებს, ეცმევა სპეციალური ეკიპირება“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფარჰეთინ კოჩამ.

მსგავსი თემები