საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თბილისის მერს მიმართავს.
„როგორც კი, ლაგოდეხელი მაჟორიტარი, გურამ მაჭარაშვილი, ტეხასელ კონგრესმენ ოლსენს „ცნობიერებას აუმაღლებს“, ამდენი პრობლემები ალბათ აღარ შეგექმნებათ, ბატონო კახი. მაგრამ, მე ის მაინტერესებს, თქვენ ცნობიერებას ვინ აამაღლებს, მოსახლეობას, მედიის წარმომადგენლებს იმ ტონალობით რომ არ ესაუბროთ, როგორც ესაუბრებით და სამი თითის კომბინაციით?! მოკლედ, პრობლემა იმაშია, რომ კონგრესმენებს მაჭარაშვილი მაინც ყავთ და თქვენ?….“ – ასე მიმართა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კახი კალაძეს, ვინსთვისაც კონგრესმენების „ტონი და განცხადებები მიუღებელი“ აღმოჩნდა.