“კორონავირუსის” პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა

მედია ორგანიზაცია CNBC-ის ცნობით, “კორონავირუსის” პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში “კორონავირუსით” დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ჰუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია. 

“ახალი კორონავირუსის” შემთხვევები უკვე გამოვლინდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და აშშ-ში. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.

მსგავსი თემები