„100/50-ზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა“ – ზაზა ხუციშვილი

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა საზოგადობის დაკვეთა  არ ყოფილა. ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური და გამოიწვია პროტესტი, რაც მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არსებულ საარჩევნო სისტემას 100 პროპორციული მანდატი და 50 მაჟორიტარული ნამდვილად სჯობს და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ეს შეთანხმება უნდა შედგეს.

„იდეა, რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე, გამოწვეული იყო იმით, რომ წინა 3 ხელისუფლების დროს, მაჟორიტარების ხარჯზე მოხდა ძალიან დიდი ძალაუფლების და დეპუტატების რაოდენობის შეყვანა პარლამენტში. განვითრებული მოვლენების ფონზე, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო. პირადად ჩემთვის მიუღებელი იყო რაც მოხდა, როცა ძალიან ბევრ  ტრიბუნაზე გაჟღერდა ეს დაპირება და შემდეგ არ შესრულდა“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას, დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს ბევრად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე არსებული.

„რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, სამართლიანობისთვის მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენ გვქონდა კონსტიტუციურ ცვლილებასთან  დაკავშირებით მოსახლეობაში გასვლა და განხილვა, მაშინ საზოგადოების მხრიდან პროპორციულზე გადასვლაზე ასეთი მოთხოვნა არ წამოსულა. მათი მოთხოვნა იყო ქორწინების განმარტების დაზუსტება და სასოფლო სამეურნეო მიწების საკითხი. პროპორციულზე გადასვლას ამხელა აჟიოტაჟი იმიტომ მოჰყვა, რომ მმართველმა გუნდა დაპირება არ შეასრულა და არა იმის გამო რომ ეს არის სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნა. შესაბამისად, ამ საკითხზე საზოგადოების დიდ პროტესტს არც ველი. ჩემი ზარით, შემოთავაზებული ვარიანტი 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რაც დღეს გვაქვს. ვფიქრობ, საერთაშორისოებიც ეცდებიან, რომ ეს ვარიანტი შეთანხმების საგანი იყოს“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.        

მსგავსი თემები