„კორონავირუსით გარდაცვალების 106 შემთხვევა დადასტურებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ახალი კორონავირუსის“ შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებულია გარდაცვალების 106 შემთხვევა.

რაც შეეხება „ახალი კორონავირუსის“ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ამ ეტაპისთვის, გლობალურად დადასტურებულია 4593 ადამიანის ინფიცირებული. აქედან, ჩინეთში 4537 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის გარეთ, სხვა ქვეყნებში კი 56 შემთხვევა.   

ასევე, ჩინეთში ეჭვი აქვთ 6 973 ინფიცირებულზე, რომლებზეც კვლევები გრძელდება.

მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები