„მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის გარდაცვალების ფაქტზე მის მეგობრებსა და სკოლის მოსწავლეებს კითხავენ

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარდაცვლილის ძმამ, ლუკა სირაძემ განუცხადა, დაკითხულია დაახლოებით 200-მდე მოზარდი  როგორც „მწვანე სკოლიდან“, ისე ლუკას და მისი მეგობრები.

„ლუკას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სიახლე ამ ეტაპზე არაფერია. გრძელდება ხალხის დაკითხვა, იკითხებიან როგორც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები, ისე ლუკას და ჩემი მეგობრები. ჩემი მეგობრები იმიტომ, რომ ლუკასგან სატელეფონო ზარებია მათთან შესული და ჩემს მეგობრებთან ლუკაც მეგობრობდა. დედამ ორჯერ რომ მისცა ჩვენება, მას მერე პოლიციაში არ ყოფილა. როგორც ვიცი, სულ 200 ადამიანია გამოკითხული“ – განუცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

დღეს, ამ თემაზე განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება მალე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები