ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. როგორც ცოტნე გამსახურდიას ოჯახი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ცოტნეს გამოღვიძებას ეხება არასწორია.

„ის ინფორმაცია, რაც საინფორმაციო საშუალებებმა ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გაავრცელეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ინფორმაციაში საუბარი იყო, რომ თითქოს, კლინიკაში ცოტნეს აღვიძებენ. ცოტნე ისევ ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ჰყავთ და მისი გაღვიძება ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“ – განუცხადა ცოტნე გამსახურდიას უფროსმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ის, ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშა იმყოფება.       

მსგავსი თემები