„მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთთან” – შალვა ნათელაშვილი

„მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ფრენებისა და ტვირთბრუნვის აკრძალვას ითხოვს.

„მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა ამ ქვეყანასთან. განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისი, თბილისი და ხარაგაულის რეგიონი, სადაც ჩინური ქალაქები აშენდა“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები