მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევა გუშინ დილით, საფრანგეთის დროით 09:30 საათზე მოხდა. ბექა “გროლესა” და “ლავორის” შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ერთი წელი პრო დე2-ს “კარკასონის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფედერალ 1-ის “გროლეში” გადავიდა და იქ 3 წელი გაატარა.

2017-2019 წლებში ბურდიაშვილი ასევე ფედერალ 1-ის “ლა სენის” მოთამაშე იყო, მიმდინარე სეზონის წინ კი “გროლეს” დაუბრუნდა.


მსგავსი თემები