თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

თურქეთის აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1607 ადამიანი. მათგან 1515 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 844 მიწისქვეშა ბიძგი აღინიშნა. თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა სტიქიის ზონაში 3 800 თანამშრომელი, ასობით ავტომობილი და 22 სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი გაგზავნა.

თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში და სირიაშიც იგრძნობოდა.

მსგავსი თემები