“დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი” – “პატრიოტთა ალიანსი“ „ენდიაისა“ და „აირაის“ წინააღმდეგ

აიკრძალოს “ენდიაისა“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში – ამ მოთხოვნით “პატრიოტთა ალიანსმა” აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს კონგრესმენებსა და  სენატორებს მიაწვდიან.

ამასთან, ინაშვილი ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა „ენდიაის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ.

„მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს, რომ არ ენდობა მათ ხალხი, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო“ ,- განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი თემები