„კორონა ვირუსის“ საპრევენციოდ ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა

„ახალი კორონა ვირუსის“ პრევენციაში ყველა სახელმწიფო უწყება თანაბრად ერთვება. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია იქნება. უწყების ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში ყველა უწყების წარმომადგენელი ჩაერთვება.  

„უწყებები აქტიურად ვმუშაობთ პასუხისმგებლობების გადასანაწილებლად. დრეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ახალი რეკომენდაციების განვიხილეთ. ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში, ყველს  ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, მას ექნება საშუალება, რომ საწყისი შემოწმება ადგილზე გაიაროს და  კონკრეტული მგზავრი პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება“ – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახურიც მუშაობს.

„მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდემიოლოგიური სამსახურიც მუშაობს და ასე გაგრძელდება. აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჩინეთის ან ჩინეთის კონკრეტულ პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები