ერთდღიანი სტიქიის შედეგები მძიმეა

დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მაღაზიები. წაიქცა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები. თბილისში რამდენიმე უბანი დაზარალდა, დუშეთში კი საგზაო ინფრასტრუქტურა,

ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ნალექმა პრობლემები ისევ შექმნა სოფელ გიორგიწმინდაში, სადაც  მთის ნაწილი ჩამოიშალა და სავალი გზა ჩახერგა. სერიოზული პრობლემები შეიქმნა გლდანი-ნაძალადევში. დუშეთში კი დაზიანებულია ინფრასტრუქტურა,  დაიტბორა მოსახლეობა.

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა. ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

მეხანძრე – მაშველები პრობლემების აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.  

 

მსგავსი თემები