ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს ექვს დღეში ააშენებენ

  •  

ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს ექვს დღეში ააშენებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 23 იანვარს ღამით დაიწყო. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჰოსპიტალი პაციენტებს 3 თებერვალს მიიღებს. სამუშაოებში 45 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მონაწილეობს.

როგორც პეკინში ამბობენ, საავადმყოფოს მშენებლობის დროს წინასწარ გამზადებულ და ჩამოსხმულ კონსტრუქციებს გამოიყენებენ, რაც პროცესს დააჩქარებს.

ახალი საავადმყოფოს გახსნა უხანში ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების დეფიციტის მიზეზით გახდა საჭირო.

მსგავსი თემები