გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრების ბრალდებით, ზუგდიდში ხუთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრება. 

დაკავებულია სულ ხუთი პირი, რომელთა შორის რამდენიმე ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიითვისეს.

როგორც ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს სამართალდამცველები მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

მსგავსი თემები