პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

  •  

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პეკინის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო.

როგორც კომიტეტში განმარტეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში საგანგებო ზომებს მიიღებენ და ამასთან ერთად გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ადამიანი შეადგინა.

ამჟამად, პეკინში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების დიაგნოზი 29 ადამიანს დაუსვეს. ერთ-ერთი პაციენტი მძიმე მდგომაროებაშია.

მსგავსი თემები