ბათუმში, 3 წლის შემდეგ, პირველად გათოვდა

24 იანვარს საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოსულმა ცივი ჰაერის მასებმა დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ნალექი, ძირითადად თოვლის სახით გამოიწვია.

ქალაქ ბათუმში 2016 წლის შემდეგ ნალექი თოვლის სახით არ მოსულა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

ზღვაზე შტორმია. ღელვა 4-5 ბალს აღწევს. ტემპერატურა დღისით 4-5 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით კი 2-4 გრადუსი იქნება.
მეტეოროლოგების ვარაუდით ხვალიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება.

მსგავსი თემები