“ვინ იქნება მთავარი პროკურორი, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ” – გია ჟორჟოლიანი

  •  

“ყურადღებით დავაკვირდები კანდიდატებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. გამოკვეთილი პოზიცია არ მაქვს. დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებ, ვინ დაიკავებს ამ პოზიციას”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”, მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროს უბრუნდებიან, “ქართული ოცნების” საკადრო კრიზისზე მიუთითებს.

“ცალკეულ სფეროებში რაიმე ცვლილებები ან განსაკუთრებული წარმატების მიღწევა, წარმოუდგენლად მეჩვენება. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამას. ყურადღებით დავაკვირდები კანდიდატებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. გამოკვეთილი პოზიცია არ მაქვს. დაბრუნების რაღაც ტრადიცია თუ მექანიზმი “ქართულ ცნობაში” ჩამოყალიბდა. ეს ერთგვარად მიუთითებს საკადრო რესურსების ნაკლებობდზე. მთლიანობაში, მგონია, რომ „ოცნების“ ერთგვარი საკადრო კრიზისი აქვს”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

გია ჟორჟოლიანი, ცალკე პროკურატურაში გამოწვევებს ვერ ხედავს. მისი თქმით, მთლიანად სისტემაა საკრიტიკო. 

“ცალკე პროკურატურაში, გამოწვევებს ვერ ვხედავ. ეს გამოწვევები პოზიტიური არ იქნება, თუ მთლიანად სისტემაში არ განხორციელდება ცვლილება. მიკვირს იმ კრიტიკოსების, რომლებიც ცალკეულ სფეროებს აკრიტიკებენ, ვფიქრობ, საკრიტიკოა მთლიანად სისტემა. ერთ-ერთი გამოწვევა, რასაც ვხედავ, ესაა ის, რომ ძალიან გრძელდება საქმეები და არაეფექტურად მიმდინარეობს ხშირად გამოძიება. ეს იმდენად ბევრია, რომ ერთ მაგალითს ვერ მოვიტანდი”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები