საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. საზღვარი, გადმოსასვლელი დროებით გახსნა.

ე.წ. რაზდახანის ე.წ.  საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორი მიკროავტობუსით ათობით პენსიონერი გადავიდა.

ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა და დე ფაქტო რეჟიმის ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს და იქ განვითარებულ კრიზისულ ვითარებას უკავშირდება.

5 სექტემბრის შემდგომ, ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათი კუთვნილი პენსიის აღებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

მსგავსი თემები