“ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე, საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი” – მევლუთ ჩავუშოღლუ

  •  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. 

„მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს მოხდება ოკუპაციისა და ანექსიის აღიარება.

„ვეთანხმები თუ არა რუსეთს ყირიმთან ან საქართველოსთან დაკავშირებით? არა. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ოკუპაციას და ანექსიას. ჩვენ გარშემო მრავალი გაყინული კონფლიქტია, საქართველოს ორი რეგიონი, მთიანი ყარაბაღი, ყირიმი. ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთს ზოგიერთ საკითხებზე, თუმცა ვთანამშრომლობთ მასთან მრავალ სფეროში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები