ნინო ლომჯარია ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა, ინფორმაციის გაჟონვით კი გაკვირვებული დარჩა და კითხვებს არ უპასუხა

  •  

სახალხო დამცველი „მატროსოვის ციხეში“ იმყოფებოდა. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა  და ციხესთან ჟურნალისტები დახვდნენ. გაკვირვებულმა სახალხო დამცველმა კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა რომ გაკვირვებულია.

„ძალიან მეცინება, არ მჯერა რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კომიკურია ეს ყველაფერი. ფაქტია რომ მე აქ მოვედი და გარეთ გამოსულს დამხვდა მედიასაშაულებები, ვინ გააფრთხილა და რატომ, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები. საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია? სავარაუდოდ, ამ სისტემიდან“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კითხვაზე, რა მოხდა ასეთი, რომ ამ ინფორმაციის გახმურება არ გსურდათ, მან უპასუხა: „არაფერი, კონკრეტულ პატიმრებს ჰქონდათ თხოვნა, რომ შევხვედროდი. შემდეგ კვირას არ ვარ საქართველში და ამიტომ არ მინდოდა გადადებულიყო“.

მორიგ კითხვაზე, ან დაგვიდასტურეთ ან უარყავით ინფორმაცია რომ შეხვდით ირაკლი ოქრუაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, ლომჯარიამ პასუხი არ გასცა.

„რამდენიმე პატიმარს შევხვდი, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ყოფილა და არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბარს. რომ მქონოდა სურვილი გეტყოდით ამის შესახებ. არ მინდა კომენტარი. ვის შევხვდი და რატომ, არ მინდა კომენტარის გაკეთება“ – ასე დაემშვიდობა ნინო ლომჯარია მედიას.     

მსგავსი თემები