“სახალხო დამცველი კონიუნქტურის ტყვეობაშია, შთაბეჭდილება რჩება, რომ ის ოპოზიციის თამაშს თამაშობს” – უფლებადამცველი

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სახალხო დამცველის ანგარიშსა და იუსტიციის მინისტრის რეპლიკებს აფასებს და ამბობს, რომ, მისი შთაბეჭდილებით, ნინო ლომჯარია კონიუქტურის ტყვეობაშია. აღნიშნული შეფასება ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

“სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციხეში დახეული ჯინსებით შევა თუ შარვალ-კოსტუმით, ეს დარღვევა არ არის. რაც შეეხება ციხის კადრების შენახვას, ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას. არც ის არის დარღვევა, რომ სახლხო დამცველის წამომადგენელი 4-5 საათი დარჩეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახალხო დამცველი, ხშირად, კონიუნქტურის ტყვეობაშია”, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა: “ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში”.

მსგავსი თემები