„დაძაბულობას არჩევნებში ქმნის უსამართლობა… უსამართლობას სამართლიანობით დავუპირისპირდები“- განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, უსამართლობაა თუნდაც დღევანდელი წესდება და ხმების გადანაწილება.
„უსამართლობა არ არის, როდესაც 2 წლის შექმნილი გუნდი და 50 წლის შექმნილი გუნდი ერთნაირად, თანაბარი ხმებით სარგებლობენ?!“ – კითხულობს ის და აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ რაგბის კავშირის დღევანდელ ხელისუფლებას დებატებში იწვევს.
აბუსერიძის თქმით, მცდარია რაგბის დღევანდელი პრეზიდენტის განცხადება, რომ მან დაპირებების 40 % შეასრულა.
„40 % კი არა, 15 % არა აქვს შესრულებული, ხმები მორგებული აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ. გათვლა აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ.. წესდებაც, ხმებიც და ყველაფერი უნდა იყოს წინსვლაზე ორიენტირებული, არა რაღაც პიროვნულ და ეგოისტურ საფუძველზე“-განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.