„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ” – დავით ჭიჭინაძე

„ნაცები“ ჯერ არ მოსულან  ხელისუფლებაში  და პროპორციული სისტემა თავის მონაპოვრად იჩემებენ, „ოცნება“ – ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელ სურვილს ქვეყნის გადარჩენასთან აიგივებს და ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ.

“ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე აცხადებს, პროპორციული სისტემა ჩემი მონაპოვარიაო, ესენი კი, ხელისუფლებაში თავიანთ დარჩენას ქვეყნის გადარჩენას ეძახიან. მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“  გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს. თანაც, ის „ქართული ოცნებისგან“ არც არაფრით  განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები