14 სამინისტროდან 3 გაუქმდება 

საქართველოში სამინისტროების რაოდენობა მცირდება. არსებული 14 სამინისტროდან მხოლოდ 11 დარჩება, -ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.​

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, ბოლო დღეებში აქტიურად მსჯელობენ სახელმწიფო უწყებების  გაერთიანებაზე.

როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ სამთავრობო კულუარებში განუცხადეს, ცვლილებები შესაძლოა დევნილთა და განსახლების სამინისტროსაც შეეხოს და ის რომელიმე სახელმწიფო უწყებაში გაერთიანდეს.

გარდა ამისა, საუბარია რამდენიმე მინისტრის შეცვლაზეც.

მსგავსი თემები