ოკუპირებული ცხინვალის სკოლებში, გრიპის ვირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გრიპის ვირუსის გამო, ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

ე.წ. სანიტარული სამსახური აცხადებს, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში რესპირატორული დაავადებებით ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა.

გასული დღეების განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებას 400-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათ შორის, 300-ზე მეტი 15 წლამდე ასაკის მოზარდია.

მსგავსი თემები