2019 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2019 წელს დეკადის, რიგით მეორე,  ყველაზე ცხელი წელიწადის სტატუსი მიენიჭა. გარდა დეკადის მაჩვენებლისა, გასული წელი აქამდე აღრიცხულ წლებს შორის ტემპერატურის მაჩვენებლით, ასევე რიგით მეორე ადგილს იკავებს.

ტემპერატურის მონაცემები ოფიციალურად, 1880 წლიდან აღირიცხება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცხელი ხუთი წელიწადი სწორედ 2015 წლის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით აღირიცხა. ამ ხუთი წლის განმავლობაში, რეკორდულ – პირველ ადგილს 2016 წელი იკავებს.

შესაბამისი მსოფლიო ორგანიზაციების განმარტებით, ეს თვალსაჩინო ნიშანია, რომ ჩვენი პლანეტა კლიმატის ცვლილებების გამო, უკიდურეს ტრანსფორმაციას განიცდის. მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების შედეგებს, კაცობრიობა რეალურ დროში, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ხედავს.

მსგავსი თემები