თბილისის მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია დღეს პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. კალაძემ მის მოადგილეს, სოფო ხუნწარიას 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც დაავალა.

„დღეს ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი თუ არ ვცდები, გასული წლის მაისში, თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების უშუალოდ განხორციელება დავიწყეთ. ყველანაირიად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა – ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები წარმოებული, როცა სამუშაოებს დავამთავრებთ, იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით წელს საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი.

კალაძის თქმით, 2020 წელი ინფრასტრუქტული პროექტების თვალსაზრისით დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება.

მსგავსი თემები