„შეკრებითობის პრინციპით, ვანო მერაბიშვილი ციხეში 25 წელი უნდა მჯდარიყო“ – გელა ნიკოლეიშვილი

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დღეს, პროკურატურის სისტემა მეტ-ნაკლებად გამართულია. ადვოკატმა იმ გახმაურებულ საქმეებზეც ისაუბრა, რის გაუხსნელობასაც ყოფილ გენერალურ პროკურორის და ამჟამად მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს საყვედურობენ და აღნიშნა რომ საბოლოო სიტყვას სტრასბურგის სასამართლო იტყვის.     

„დღეს წავიკითხე, ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს უმთავრდებაო სასჯელი და გამოდისო. ყოფილი ხელისუფლების კანონმდებლობითა და მიდგომებით რომ გვეხელმძღვანელა, მერაბიშვილს 25 წლიანი პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, ამას ითვალისწინებდა ის შეკრებითობის პრინციპი, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ, დღეს კი შთანთქმის პრინციპი მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ლიბერალიზაცია მოხდა“ – ეს განცხადება ადავოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ირაკლი შოთაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე შეფასებით, გახმაურებულ საქმეებზე სწორად იქცეოდა თუ არა შოთაძის პროკურატურა, ამას სტრასბურგი დაადგენს.

„ზოგი შოთაძის წარსულში დადების ხედავს, ზოგი უარყოფითს. ალბათ, უფრო მეტად მისი საქმეებით უნდა განვსაჯოთ. მისი პროკურორობის დროს გახმაურებული საქმეები იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, დეკანოზ მამალაძის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, აფგან მუხთარლის და სარალიძის საქმე. ყველა შეთანხმებული, რომ ყველაზე ავტორიტეტული ორგანო  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა, რომელიც ყველას ნდობას იმსახურებს. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თქვა, რომ არანაირი დარღვევა აქ არ ყოფილა და ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. როდესაც ლაპარაკია სარალიძის, მაჩალიკაშვილის საქმეზე და დეკანოზის საქმეზე, რიგ შემთხვევებში ისმის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. სარალიძის საქმეზე, იმ პერიოდში რა მტკიცებულებებიც არსებობდა, სხვანაირად ის სასამართლოში ვერ წავიდოდა, გამოიკვეთა ახალი მტკიცებულება და ეს შოთაძის მერე მოხდა.  ყველაზე მეტი პრეტენზია მე მაქვს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არ არის გამოძიებული. რაც შეეხება სხვა საქმეებს, სტრასბურგის სასამართლო  დაადგენს, გამოძიება მიმდინარეობდა თუ არა ობიექტურად“ – განაცხადე გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და დასძინა, რომ შოთაძის დაბრუნებას დადებითად აფასებს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები