“ბოკერია ბნელი, უწიგნური და უვიცი თვითონაა” – გიორგი ხაინდრავა

“გიგა ბოკერიას თავხედობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ბნელი, უწიგნური და უვიცი თვითონაა”, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი, გიორგი ხაინდრავა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან იუსტიციის მინისტრს უწიგნური, უვიცი და ბნელი უწოდა.

როგორც ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გიგა ბოკერიამ ქალებთან მოქცევა არ იცის და ის მხოლოდ მათთან ბედავს “თავხედურად” მოქცევას.

“ბოკერიამ ყველა ზღვარს გადააბიჯა უკვე. ეს თავხედობის მწვერვალია. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, კლოუნებს რომ ეძახის და ხმას არ სცემენ. მისმა თავხედობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა, ბნელი, უწიგნური და უვიცი თვითონაა. ბნელეთის მოციქულია. ის ბნელეთი, რომელიც მან სააკაშვილთან და რამიშვილთან ერთად შექმნა, საქართველოში დამთავრდა და არასდროს დაბრუნდება. ბოკერია არის ლაჩარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალებთან ბედავს ეგრე თავხედურად მოქცევას. როგორც ლაჩარს, ყველა ისე მოექცევა ვინც მას ნახავს. ქალბატონ წულუკიანზე შეურაცხყოფის მიყენება არის მისი სახე, მორალი, არსი, საერთოდ “ნაციონალების” არსია. ბოკერიამ უნდა იცოდეს, რომ მისნაირი ნაგვების გარდა, აქ კიდევ სხვა ადამიანები ცხოვრობენ და ღმერთმა დაიფაროს, ამ ადამიანებს შეხვდეს როდესმე. ეს არის ის, რაც მინდა, იცოდეს ჩემგან. თვითონ რომ ნაგავში ცხოვრობს და გარშემოც ნაგვები ჰყავს, ბნელები და უვიცები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო ასეთია. ყველაფერს საზღვარი აქვს, მითუმეტეს დღეს თეას დაბადების დღე აქვს, 45 წელი შეუსრულდა”, – განაცხადა კინორეჟისორმა “მედიაცენტრ მთავართან”.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი სპექტაკლს შეადარა და თეა წულუკიანს უწიგნური, უვიცი და ბნელი უწოდა.

მსგავსი თემები