წულუკიანი-ლომჯარიას პაექრობა დახეული ჯინსებისა და „ბეიჯების“ გამო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის არარსებობის გამო საყვედურობს. წულუკიანი კი ლომჯარიას ურჩევს, დახეული ჯინსები საკუთარ თანამშრომლებს გახადოს.

ლომჯარია-წულუკიანის  პაექრობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართა, სადაც დეპუტატები  იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშებს ისმენენ. ნინო ლომჯარიას ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების ჩაცმულობას ეხებოდა.

„მსაყვედურობთ, რომ თანამშრომლებს არ ეცვათ ფორმა. ეს ახალია, რომ თანამშრომლებს, ზოგს 2009 წლიდან ე.წ. ბათინკი, როგორც ამას აუდიტის სამსახური უწოდებს, ფორმები 2015 წლის ივლისიდან, რაც ბატონმა მღებრიშვილმა ისინი შეიძინა, არ ჰქონიათ. დადიოდნენ იმით, რასაც თვითონ შეიძენდნენ. დეკემბერში, მთელი წელი ვიმუშავეთ იმისთვის რომ ყველა თანამშრომელს აქვს უმაღლესი ხარისხის ფორმა. ეს სადმე წერია ანგარიშში? არსად წერია… თანამშრომლებმა ატარონო ე.წ. ბეიჯი – ეს არის რეკომენდაცია? აი, თქვენ რომ გახდით თქვენს თანამშრომლებს დახეულ ჯინსებს და გაუკეთებთ ე.წ. ბეიჯს, მერე მეც გავუკეთებ ჩემს თანამშრომლებს, რომლებსაც ახლა უკვე ხარისხიანი ფორმა აცვიათ” – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველს.

მსგავსი თემები