ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე საგარეო მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენელს ხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში – ტოივო კლართან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული და მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  საგარეო უწყებიდან აცნობეს, საუბარი ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისსაც შეეხება.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას, კერძოდ კი, ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას და უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებს.  მხარეები სოფელ ჩორჩანასთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზეც ისაუბრებენ – ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ  საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე უკანონო პროცესებზე განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა.  

https://mcm.ge/%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b/



მსგავსი თემები