“რატომ არ მიმართავთ ჟურნალისტები პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით?” – მეუფე იოანე

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მორიგ განცხადებას აკეთებს. მეუფე იოანემ ჟურნალისტებს მიმართა, რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით:

„მაინტერესებს, თქვენ, ჟურნალისტები, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით? ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებ არავის ციხეში ყოფნას“,- აღნიშნა მეუფემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

მსგავსი თემები