ხანძარი ხელვაჩაურში – დაიღუპა 2 ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა ხოლო მათი შვილი 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობა აქვს მიღებული.

ხანძრის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს

მსგავსი თემები