„გახარიას წინააღმდეგ მარგინალურ ჯგუფს ვხედავ, ოცნებობენ, რომ ის წავიდეს, მაგრამ, ვერ მოესწრებიან“ – ხაინდრავა

  •  

კინორეჟისორ გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში, თანამდებობის პირებს სახრჩობელაზე არავინ უშვებს და მისი ჩანაცვლების 2 გზა არსებობს – ან გადააყენებენ, ან თავისით მიდის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ხაინდრავას შეფასებით, ის დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენია და მისი ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს.

პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კომენტარი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, როცა ჟურნალისტმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

„დემოკრატიულ ქვეყანაში, მინისტრს ან აყენებ ან თავისით მიდის. ამიტომ, თუ რაიმე ცვლილება იქნება, ან წავა ან დარჩება. ვფიქრობ, გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა პოლიტიკურ სივრცეში,  მე მას კარგად ვიცნობ. არ ვიცი რა ხდება სამთავრობო კულუარებში, არანაირი კავშირი არ მაქვს. პოლიტიკაში პირდაპირ არ  ვმონაწილეობ. მე ჩემი საქმე მაქვს. ვარ საზოგადოების აქტიური წევრი, განვიცდი იმას რისი მომსწრეც ვარ. ვფიქრობ, გიორგი ერთ-ერთი საყრდენია „ქართული ოცნების“, ქართული ხელისუფლების. გახარიას წინააღმდეგ მარგინალურ ჯგუფს ვხედავ, რომლებიც ოცნებობენ, რომ ის წავიდეს, მაგრამ, ვერ მოესწრებიან“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები