ბათუმში 42 სართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებენ

ორგანიზაციები „დაიცავი ბათუმი“, „ბათომი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ისინი წელიწადზე მეტია აპროტესტებენ, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის „რივიერაზე“ პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.

საპროტესტო აქციების პარალელურად, ორგანიზაციები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ.

მსგავსი თემები