ოკუპირებულ ახალგორში მედიკამენტებისა და სურსათის დეფიციტია

ოკუპირებულ ახალგორში უკვე ოთხი თვეა საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. შექმნილია მედიკამენტების და სურსათის დეფიციტი.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაყვანა ესაჭიროებათ. ყველაფერი კი ხუთ სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა, ახალგორში გადასასვლელი გზა ჩაკეტეს.

მას შემდეგ მუნიციპალიტეტში მედიკამენტები და სურსათი რუსეთიდან შეაქვთ, რამაც ფასები თითქმის გაახუთმაგა. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

მსგავსი თემები