რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა.

„აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის ლიდერმა კი განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეხვდება, მანამდე კი მათ სთხოვა, უფლებამოსილება ჩვეულებრივ შეასრულონ.

მსგავსი თემები