“რამე არ გამოგეპაროთ” – კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა

კახი კალაძემ დღეს მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა. თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობას კორუფციის რისკების პრევენციისკენ მოუწოდებს.

კახა კალაძემ, განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ გადაცდომების შემთხვევაში მერია პრინციპულ და მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რათა  რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით,  არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა,  მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. გვქონდა მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რომ პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები