მოქალაქეები საახალწლო სოფლის დემონტაჟის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ

თბილისში, მოქალაქეები, ძველით ახალ წელს ილუმინაციების დემონტაჟისა და საახალწლო სოფლის დაშლის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ ბავშვებსა და მათ მშობლებს, დღეს საახალწლო სოფელი დაშლილი დახვდათ.

როგორც უკმაყოფილო მოქალაქეებმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მისაღები არ არის, ზუსტად ძველით ახალ წელს მომხდარიყო საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი.  

“მეგონა, დღესაც დამხვდებოდა საახალწლო სოფელი, ამიტომაც მოვედი და რადგანაც ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ, მაინცდამაინც დღეს არ უნდა დაეშალათ. ეს იგივეა, პირველ იანვარს დაეშალათ ეს ყველაფერი. მე გამიკვირდა კიდევაც, ხვალამდე მაინც უნდა მოეცადათ. რა ეჩქარებოდათ, ვერ გავიგე”, – განაცხადა “მედიაცენტრ მთავართან” ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მსგავსი თემები