„აეროპორტის ჩაკეტვა და თვითმფრინავის ჩამოგდება არ იქნება სწორი“ – ბექა ნაცვლიშვილი ლავროვის ვიზიტზე

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სავარაუდო ვიზიტით საქართველო საერთაშორისო ასპარეზი ხდება.

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ასპარეზი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საზოგადოებას დავანახოთ რუსეთის მტრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

“ევროპის საბჭოს მინისტერიალის საქართველოში ჩატარებით, ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო ასპარეზი. რუსეთს აღუდგა ხმის უფლება ევროპის საბჭოში და, რა თქმა უნდა, რუსეთი ეცდება აქ თავისი წარმომადგენელი ჩამოიყვანოს. ვინც ჩამოვა, უნდა ჩამოვიდეს, ოღონდ, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ასპარეზი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის უარყოფითი და მტრული დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს ყველაფერი თუ კივილ-წივილის ფონზე მოხდება, კი იქნება ემოციის გამოხატვა, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, არაფრის მომცემი იქნება. ჩვენ ბევრ სტიკერს მივაკრავთ თუ არა მანქანებზე, რომ „რუსეთი ოკუპანტია“, დეოკუპაცია არ მოხდება. ჯარში თუ არ წავედით და შევეცადეთ, ჩვენი შვილებიც არ გავუშვათ, ეგრე ხომ არ გავძლიერდებით? პროტესტი უნდა გამოვხატოთ, მაგრამ, აეროპორტის ჩაკეტვისა და თვითმფრინავის ჩამოგდება სწორი არ იქნება” – განაცხადა ბექა ნაცვლიშილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატმა საქართველოში გავრილოვის ვიზიტიც გაიხნა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არავისთვისაა შედეგიანი.

“თუ, ვინმე, გავრილოვის ვიზიტს გამოიყენებს, რომ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდეს და ამით საკუტარი თავის პოზიციონერობა მოახდინოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ შეუდრეკელმა მებრძოლმა, ეს იქნება არაფრის მომცემი. პოლიტიკოსები რა განცხადებებსაც აკეთებენ, ვითომ რომ ტირიან, მართლა კი არ უყვართ მაგათ საქართველო, ისინი შიშველი ძალაუფლებისთვის მებრძოლი ხალხია”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები