„აფხაზეთის მიმართ პოლიტიკა რომ გვქონოდა შემუშავებული, პროცესების მონაწილე ვიქნებოდით და არა დამკვირვებელი“ – ბექა ნაცვლიშვილი

“სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა და ზოგადად, ქვეყანა ისევ სტატისტის როლში აღმოჩნდა და გარედან აკვირდება პროცესებს, რაც აფხაზეთში ხდება, თითქოს, იქ მიმდინარე მოვლენები სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დღემდე ვერ შეიმუშავა მთავრობამ კონკრეტული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ“ – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საქართველოს ხელისუფლება, აფხაზეთთან მიმართებაში, პოლიტიკის არ არსებობაში დაადანაშაულა.

როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, აფხაზეთში ერთი კლანი მეორემ ჩაანაცვლა და ამით, დანარჩენი საქართველოსთვის არც არაფერი იცვლება.

„ამ ფორმით, როგორც აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ჩვენთან შუქდება, პროცესები მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნის რესპუბლიკაში შუქდება. თითქოს, იგივე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ჰქონდეს სხვა ქვეყნებსაც აფხაზეთის მიმართ, როგორც საქართველოს. ჩვენ უნდა გვქონოდა და გვქონდეს კონკრეტული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ და ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მოთამაშე  ვიქნებოდით და არა  უბრალო დამკვირვებელი, როგორეც დღეს ავღმოვჩნდით“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, მთავარია,  რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია არანაირი გეგმა აფხაზეთის მიმართ. რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შემდეგ. „როგორც პროცსეებიდან ჩანს, ერთი კლანი ჩაანაცვლა მეორე კლანმა. ჩვენ უნდა გვქონოდა კონკრეტული პოლიტიკა ამ საკითხებთან დაკავშირებით“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“  

https://mcm.ge/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%aa-5/

მსგავსი თემები