აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში, მეორე დღეა, გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. დაბაში კი დაახლოებით 10 სანტიმეტრია. 

შუახევის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდა დაიწყო. მუნიციპალიტეტში ამ წუთებში 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: კვიახიძეები, კარაპეტი, ნიგაზეული, ნენია, უჩამბა, შუახევი-ჩირუხი, ხიჭაური-ნაღვარევი, გომარდული, ხიჭაური-ახალდაბა და წყაროთა. 

მსგავსი თემები